ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე „მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების“ განხორციელების შესახებ ფაკულტეტის დეკანის 06/02/2024 ბრძანების (N::54/30) საფუძველზე შექმნილმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია შემდეგი პროექტების დაფინანსებას:
- “ინკლუზიური უმაღლესი განათლების პოლიტიკა საქართველოში: უნივერსიტეტების შედარებითი ანალიზი და ევროკავშირის სტანდარტებთან თავსებადობა” (ვანო გომურაშვილი, პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტი) - საკონკურსო ქულა 91,5
- „შრომითი მიგრაციის გამომწვევი მიზეზები გურიის რეგიონის მაგალითზე და მათი ასახვა ადგილობრივ მედიაში“ (თამარ კირკიტაძე, მედიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტი) - საკონკურსო ქულა 89,7
„2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში: საზოგადოებრივი მოლოდინების შესწავლა ქალაქ გორის მაგალითზე“ (დიმიტრი შავლოხაშვილი, პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის მეორე სემესტრის სტუდენტი) - საკონკურსო ქულა 84,3
საკონკურსო კომისია